„თი-ბი-სი“ ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ყველაზე კარგად, ეროვნულ ბანკსა და მარეგულირებელს ესმით”

„თი-ბი-სი“ ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ყველაზე კარგად, ეროვნულ ბანკსა და მარეგულირებელს ესმით”

„თი-ბი-სი“ ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ყველაზე კარგად, ეროვნულ ბანკსა და მარეგულირებელს ესმით”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შესაბამისი კომენტარი გიორგი გახარიამ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გააკეთა, სადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდის შესახებ, პრეზენტაცია გაიმართა.
“ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ყველაზე კარგად, ეროვნულ ბანკსა და მარეგულირებელს ესმით. დღეს, ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც „თი-ბი-სი” ბანკის ფინანსური სისტემის მნიშვნელობა უკეთ ესმის, ვიდრე – რეგულატორს. ამიტომ, აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები იქნება, მით უმეტეს – ჩემი მხრიდან. ჩემი კომენტარები მაშინ, როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული, აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები