თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი დაურიგდათ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი დაურიგდათ

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. პროცესში, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.
პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ლელა აქიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილე ბერდია ხვისტნმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა – ღასან ხალილმა და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა – ლუსინე დოსტიბეგიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები