“თეთრაძის საქმის ჩამდენი ადამიანები თავს უფლებას აძევენ და გველაპარაკებიან, რომ ისევ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ”

“თეთრაძის საქმის ჩამდენი ადამიანები თავს უფლებას აძევენ და გველაპარაკებიან, რომ ისევ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ”

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე არის ყველაზე სასტიკი საქმე და კოშმარია, როდესაც ამის ჩამდენი ადამიანები აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

„ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია თეთრაძის საქმე, რომელიც მე ვიტყოდი, რომ არის ყველაზე სასტიკი საქმე პოლკოვნიკის წამების და არაადამიანური მოპყრობის. ეს არის ძალიან სიმბოლური, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური გუნდი, კონკრეტული პირები, რომლებიც არა თავისი პერსონალური ზრახვებით მოქმედებდნენ, არამედ ასეთი იყო სისტემა, რომელიც მაშინ ტოტალურად ახდენდა ადამიანების წამებას. ეს არის პოლკოვნიკის მიმართ განხორციელებული უსასტიკესი ქმედება, ეს არის სახე იმ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. თეთრაძის საქმის ჩამდენი ადამიანები თავს უფლებას აძევენ და გველაპარაკებიან, რომ ისევ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ. ეს მგონია უკვე კოშმარი და გადაბიჯება ყველა ზღვარის და ყველა ბარიერის, რომელიც მორალურად უნდა აჩერებდეს პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასოცირდება ამ სისასტიკესთან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები