თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიმართ გამოთქმული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიმართ გამოთქმული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიმართ გამოთქმული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია. მან ომბუდსმენის საქმიანობა ე.წ. ციანიდის საქმის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ შეაფასა. იუსტიციის მინისტრის შემდეგ სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრმაც, დავით სერგეენკომაც გააკრიტიკა.

არასამთავრობოების თქმით, მონიტორინგის დასკვნაში სახალხო დამცველი ეხმაურება ყველა იმ არსებით დარღვევას, რასაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ:

“დასკვნაში კრიტიკულად შეფასებულია: ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ადვოკატებისთვის დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა ე.წ. გაუთქმელობის ხელწერილის საშუალებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა და ა.შ”.

არასამთავრობოების განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება:

“ისე ჩანს, რომ სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას”.

მათივე განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო აკრიტიკებენ.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, “რითაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას, განსაკუთრებით – საერთაშორისო საზოგადოების თვალში”.

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდა;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • კავშირი საფარი;
  • საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;
  • სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი.
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები