თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს მერიამ სააღდგომო ნობათი გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს მერიამ სააღდგომო ნობათი გადასცა

ქვეყანაში ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, როგორც მთელს საქართველოში, ასევე იმერეთში, 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე, დაეხმარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

სახელმწიფო რწმუნებულის რეკომენდაციის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილსა და საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელ ბადრი ბუცხრიკიძესთან ერთად, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის 64 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა.

ხელმძღვანელი პირები პანსიონატის დირექტორს გაესაუბრნენ, ბენეფიციარების ყოფითი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე, მათ ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს.

თერჯოლაში საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის სურსათის დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, მერიის მიერ გამოყოფილი და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო ამანათები უკვე 1000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პროდუქტები ადგილზე მიაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და მოხალისეებს, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები