“თერგის” ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება

“თერგის” ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება

“თერგის” ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ფოტოებზე ჩანს, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი შენობის მე-3 სართულზე გაჩნდა. ადგილზე ამ დროისათვის 35 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. მეხანძრე მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ნახევარ საათზე მეტია ცდილობენ. ადგილზე მოვაჭრეებიც იმყოფებიან, რომლებსაც შენობიდან საკუთარი ნივთების გამოტანა სურთ, თუმცა სამართალდამცავები მათ ყვითელი ლენტის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს. მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

 

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები