თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ირანის ოთხ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ისინი კლინიკიდან დღის ბოლოს გაეწერებიან.

„მოგახსენებთ ირანის იმ ოთხი მოქალაქის შესახებ, რომლებიც გუშინ ღამით მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში და ამ მომენტამდე აქ იმყოფებიან. მათ ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდათ და რენდგენოლოგიური გამოკვლევით არც ერთ მათგანს პნევმონია არ დაუდასტურდა, აგრეთვე არ აღმოაჩნდათ გრიპი და სულ ახლახანს, ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი ლუგარის ლაბორატორიისგან, რომლის მიხედვითაც, მათ არც ახალი კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდათ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მომატება არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით, მათ დღის ბოლოს გავწერთ კლინიკიდან. პაციენტები ჩამოვიდნენ გუშინ საღამოს საათებში, მათ თვითონ არ დაუფიქსირებიათ ჩივილები, აეროპორტში გეგმიური შემოწმებისას, სკრინინგის საშუალებით ოთხივე მათგანთან ტემპერატურის მატება დაფიქსირდა“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები