თენგიზ ცერცვაძე : იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს

თენგიზ ცერცვაძე : იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს

იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა.

„იხსნება სახმელეთო საზღვრები, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაციაგაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. რეგულაციები ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადე“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღეიდან საქართველოში სახმელეთო საზღვრები იხსნება და იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები