თენგიზ შერგელაშვილი-“ერთ ლარად ქონების გადაცემის თემა, პრაქტიკაში შემოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ“
ჩვენ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან საქმე და „შენების მოძრაობის“ დამოკიდებულება გულისხმობს თემების სისტემურად მოგვარებას – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა ტვ პირველის ეთერში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პანორამა თბილისისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას ეხებოდა.
„ერთ ლარად ქონების გადაცემის თემა, პრაქტიკაში შემოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ. 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსით ჩვენ ავკრძლეთ მუნიციპალიტეტების მიერ აუქციონის გარეშე პირდაპირი წესით ქონების გადაცემა. 2015 წელს, მას შემდეგ როდესაც თბილისის ვიცე-მერი გახდა დიმიტრი ქუმსიშვილი, მის მიერ პარლამენტში ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს უნდა დაბრუნებოდათ ეს უფლება. ამ დროს მე ვიყავი რეგიონალაური განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე და არ დავთანხმდი, რომ პარლამენტში წამეღო ეს კანონპროექტი. საბოლოო ჯამში კი ეს ინიცირება პარლამენტში მოახდინა გია ჟორჟოლიანმა, რომლის მიხედვითაც დანარჩენ მუნიციპალიტეტებს ეს აკრძალვა დარჩა, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა ეს უფლება. მას შემდეგ უამრავი ქონება იქნა გაცემული ერთ ლარად“, – აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში.
მისი განმარტებით ყველა ქონება, როგორც ცენტრალურ ასევე მუნიციპალურ დონეზე უნდა ხდებოდეს აუქციონის წესით.
„მუნიციპალიტეტის ქონება, ეს არის მოსახლეობის ქონება და მისი განკარგვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, აუქციონის წესით და ვინც უფრო მეტს გადაიხდის ამ წესით უნდა ხდებოდეს ქონების განკარგვა“, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

მედიის თავისუფლების გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრეზიდენტმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესი გახსნა და საერთაშორისო კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა.
