თენგიზ ქობალაია ადასტურებს ფარულ ჩანაწერებში მის მონაწილეობას, თუმცა კორუფციულ გარიგებებზე საუბარს უარყოფს

თენგიზ ქობალაია ადასტურებს ფარულ ჩანაწერებში მის მონაწილეობას, თუმცა კორუფციულ გარიგებებზე საუბარს უარყოფს

ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალაია ადასტურებს ფარულ ჩანაწერებში მის მონაწილეობას, თუმცა წილებზე და კორუფციულ გარიგებებზე საუბარს უარყოფს. მისი თქმით, დაპირისპირებას შეხვედრის დროს ადგილი არ ჰქონია და სხვა დამატებით დეტალებზე სამართალდამცველებთან აპირებს საუბარს.

როგორც ქობალია აცხადებს, მას უწყება ჯერ არ ჩაბარებია და საგამოძიებო სამსახურში არ დაუბარებიათ.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები