თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს შუადღის ლოცვის შემდეგ დაკრძალავენ

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს შუადღის ლოცვის შემდეგ დაკრძალავენ

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს შუადღის ლოცვის შემდეგ დაკრძალავენ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს. მათი თქმით, 13:30 საათზე დაიწყება ლოცვა, რის შემდეგაც მაჩალიკაშვილს დუისის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები