თელავში ავარიის დროს დაშავებული მძღოლის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა.

თელავში ავარიის დროს დაშავებული მძღოლის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა.

თელავში ავარიის დროს დაშავებული მძღოლის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა. როგორც imedinews- ის თვითმხილველებმა აცნობეს, BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ სახლს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები