თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ შვილს დაეჯახა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ შვილს დაეჯახა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ შვილს დაეჯახა. შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი.

imedinews- ის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დედა შვილებთან ერთად გზაზე გადადიოდა.

მედიკოსების განმარტებით, ქალისა და 17 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ სხეულის სხვადასხვა სახის მოტეხილობები და თავის ტრავმა აღენიშნებათ. არ არის გამორიცხული დაშავებული თბილისში რეანომობილით გადაიყვანონ.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები