თებერვლის შუა რიცხვებამდე ითვლებოდა, რომ 9 წლამდე ბავშვებს კორონავირუსი არ ემართებოდათ, თუმცა სამწუხაროდ უკვე თვენახევრის ასაკში დაინფიცირების შემთხვევაც მოიძებნება-ეკა უბერი (იხ.ვიდეო)

თებერვლის შუა რიცხვებამდე ითვლებოდა, რომ 9 წლამდე ბავშვებს კორონავირუსი არ ემართებოდათ, თუმცა სამწუხაროდ უკვე თვენახევრის ასაკში დაინფიცირების შემთხვევაც მოიძებნება-ეკა უბერი (იხ.ვიდეო)

მთელ რიგ კორონავირუსებს ადამიანში შეუძლიათ რესპირაციული დაავადებების გამოწვევა – ჩვეულებრივი გაციებიდან გაცილებით უფრო სერიოზული გართულებების ჩათვლით, – ამის შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია, უფრო ნაკლებია, ვიდრე წითელას ვირუსის შემთხვევაში, თუმცა უფრო მეტია გრიპის ვირუსთან მიმართებაში.

კითხვაზე, თუ არსებობს მსოფლიოში სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ბავშვი დაინფიცირდა კორონავირუსით და ძირითადად რა ასაკობრივი კატერია ჭარბობს, პედიატრმა ასე უპასუხა:

„თებერვლის შუა რიცხვებამდე ითვლებოდა, რომ 9 წლამდე ასაკის ბავშვებს კორონავირუსი არ ემართებოდათ, თუმცა სამწუხაროდ გამოჩნდა ინფიცირებულთა ჯგუფი, რომლებიც 9 წლამდე ასაკშია და მეტიც, თვე ნახევრის ასაკში დაინფიცირების შემთხვევაც მოიძებნება. თუმცა დამაიმედებელი სტატისტიკაც არსებობს: გადამდებიანობის თვალსაზრისით მხოლოდ 34-%-ში დაფიქსირდა, მიუხედავადინფიცირებულ ადამიანებთან ბავშვების კონტაქტისა, ლეტალური გამოსავალი პრაქტიკულად არ ყოფილა“, – აღნიშნა უბერმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატრომ მიმდინარეობს ბავშვებში კორონავირუსი შედარებით მსუბუქად. „ითვლება რომ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებს უფრო ჯანსაღი ფილტვები აქვთ ვიდრე მოზრდილებს და კიდევ არის ერთი ასეთი მოსაზრება, რომ ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ ჩვეულებრივი სხვა კორონავირუსით, რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გაციების ფორმით წარმოდგენილი, შესაბამისად, ორგანიზმში სავარაუდოდ ვითარდება ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც იცავს ორგანიზმს მძიმე კლინიკური გამოვლენისგან“, – განმარტა პედიატრმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 75 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები