თებერვლის სავსე მთვარე ცას მალე გაანათებს და წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე იქნება.

თებერვლის სავსე მთვარე ცას მალე გაანათებს და წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე იქნება.

თებერვლის სავსე მთვარე ცას მალე გაანათებს და წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე იქნება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

სუპერმთვარე ცაზე სავსე მთვარეობის დროს ჩნდება, რადგან ამ დროს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს არის. სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. ამიტომ სფეროს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სუპერმთვარეს თვალი ორშაბათიდან ვადევნოთ.

სავსე მთვარე იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომელთაც სუპერმთვარის ფოტოზე აღბეჭდვა ხიბლავთ. ამ დროს მთვარე ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს იქნება.

სუპერმთვარის ფაზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.

თებერვლის სუპერმთვარის პირველი ფაზა 12 თებერვალს იყო. 19 თებერვალს ცაზე სავსე მთვარე გამოჩნდება. 26 თებერვალს კი 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარის საბოლოო ფაზა იქნება.

თებერვლის სუპერმთვარე ცნობილია, როგორც თოვლის მთვარე. ყოველთვე სავსე მთვარეს სხვა სახელით მოიხსენიებენ. ეს იმის მიხედვით, თუ განსაკუთრებით რა ასოცირდება დროის ამ პერიოდთან. ეს იმიტომ, რომ საუკუნეების წინ სავსე მთვარე სეზონის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული.

სავსე მთვარეს თებერვალში ძვლის ან მშიერი მთვარის სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან ზამთრის ეს პერიოდი საკვების სიმცირით გამოირჩევა.

2019 წლის 1 იანვრის სუპერმთვარის ფოტოები იხილეთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები