თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები მოწოდებულები არიან, უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები მოწოდებულები არიან, უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები მოწოდებულები არიან, უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ დღეს თბილისის ქუჩებში საპოლიციო მზაობაა და ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე მსვლელობის გამართვაც კი შესაძლებელია.

„სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაირღვა, რადგან სახელმწიფომ მაშინ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფების, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, უსაფრთხოებაზე ეზრუნა. შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს, რომ დღეს თბილისის ქუჩებში არის საპოლიციო მზაობა. მსვლელობა, რომელიც მიმდინარეობდა მის პარალელურად სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული. ამ პოლიტიკას ჩვენ გავაგრძელებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა იმართება, ხოლო ლგბტ თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს აქციას აღარ გამართავენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები