თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმე სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ყველა ფორმატში იქნება დაყენებული.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმე სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ყველა ფორმატში იქნება დაყენებული.
მისივე თქმით, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ აღნიშნულ საკითხზე საჩივარს შეიტანს, იქ ყველა პროცედურული წესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
„ყველა ის საკითხი, რომლებიც ეხება ტატუნაშვილის საქმეს, იქნება არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ ყველა და ნებისმიერ ფორმატში დაყენებული სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების მხრიდან. როგორც ამასწინათ გითხარით, ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარსა და მის გადმოცემაზე გვიწევდა მუშაობა, ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადი საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემისთვის ხელი არ შეგვეშალა, რომ ოჯახს და საქართველოს მისცემოდათ გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის ჭრილში, არამედ სხვა არაერთ ჭრილში; მათ შორის, სამართლებრივში, იმისთვის, რომ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი მაქსიმალურად იყოს დაცული და ჩვენს მხარეზე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მივცეთ სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტიმა გიორგი მარგველაშვილმა მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის “თბილისის მინიფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019’’-ს ფინალი გაიმართა.
