თეა წულუკიანმა და ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს

თეა წულუკიანმა და ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სხვადასხვა სამართლებრივი რეფორმის გზაზე თანამშრომლობის გზები განიხილეს.

საუბარი შეეხო ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც პარლამენტს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს; კერძოდ, კონსტიტუციის მე-18 მუხლის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაზუსტებისთანავე გზა გაეხსნება ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტზე კონსულტაციები, პირველ რიგში, ახალ ომბუდსმენთან იმართება, რის შემდეგაც კონსულტაციებს სახელმწიფო სტრუქტურებთან გავმართავთ; მომდევნო რაუნდი კი, ინფორმაციის თავისუფლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან შედგება”, − განაცხადა მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები