თეა წულუკიანი უინტერესო სამუშაოდ აფასებს იმ ფაქტს, რომ ის შეიძლება საფრანგეთის ელჩად დაინიშნოს.

თეა წულუკიანი უინტერესო სამუშაოდ აფასებს იმ ფაქტს, რომ ის შეიძლება საფრანგეთის ელჩად დაინიშნოს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უინტერესო სამუშაოდ აფასებს იმ ფაქტს, რომ ის შეიძლება საფრანგეთის ელჩად დაინიშნოს. მან საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზურაბ ალავიძე ერთ-ერთი გამორჩეული კოლეგა იყო.

„ექვსი წლის განმავლობაში პარიზში ელჩად ბევრჯერ გამგზავნეს. ელჩად მუშაობა ჩემთვის საინტერესო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ჩემთვის მეორე სამშობლოა.

რაკი ზურაბ ალავიძის სურვილი ასეთი იყო, რომ დავეტოვებინეთ, მე მას წარმატებებს ვუსურვებ კერძო სექტორში. გუშინ ვესაუბრე და მითხრა, რომ სურს, იმ სამყაროს დაუბრუნდეს, სადაც მთელი ცხოვრება კარიერული წინსვლები ჰქონდა. ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო შემომატებაა, წარმატებებს ვუსურვებ. ის კიდევ ერთი ქალი მინისტრი იქნება, რომელიც ჩვენი კაბინეტის ფარგლებში ამხელა სფეროს ჩაიბარებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა შეცვალა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბ ალავიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები