თეა წულუკიანი: შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს

თეა წულუკიანი: შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს

პარლამენტში, “მინისტრის საათის ფორმატში”, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შეიქმნება, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს.
„საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის – პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ეს რეფორმა ძალიან ბევრ გამოწვევას პასუხობს. დღემდე, ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები