თეა წულუკიანი – რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით

თეა წულუკიანი – რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით

კულტურის სფეროში არ არსებობს სისტემა, ამიტომ ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ანიტა რაჭველიშვილს მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ მათ ხელს ვერ შევუწყობთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, აქვს სურვილი, რომ მოისმინოს ყველა განსხვავებული აზრი და დაინტერესდეს, რა დგას ამ აზრის უკან.

„ჩემი მიზანია, მათ ხელი შევუწყო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთბ, თუ არ მეყოლება კვალიფიციურ, მიუკერძოებელ ადამიანთა ბიუროკრატიული აპარატი და არ მექნება სურვილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქვს სურვილი, რომ მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება, თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას. რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან. ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, ანუ უფასო კრიტიკა, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად მრავლად მოვისმინე პატივცემულ გიორგი სავანელისგან. მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების. რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნებისადმი“ ჩემი კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები