თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა დარჩენილი გადასახადი უნდა გადაიხადონ, რადგან მისივე თქმით, ეს ფული ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე მინისტრსა თუ კერძო კომპანიას.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა დარჩენილი გადასახადი უნდა გადაიხადონ, რადგან მისივე თქმით, ეს ფული ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე მინისტრსა თუ კერძო კომპანიას.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა დარჩენილი გადასახადი უნდა გადაიხადონ, რადგან მისივე თქმით, ეს ფული ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე მინისტრსა თუ კერძო კომპანიას.

„როდესაც ზოგიერთი ტელევიზია იხდის გადასახადს, ზოგიერთი არა და მას სახელმწიფო პატიობს, ეს შერჩევითობაა. ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, მათ შორის ტელევიზიებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით. შერჩევითი მიდგომა უნდა დასრულდეს“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

​ცნობისათვის, ფინანსთა სამინისტრომ “რუსთავი 2”-ს, “ტვ პირველსა” და “კავკასიას” პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაადო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები