თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს” წინადადებაზე: ეს კრიტერიუმი ახალგამოგონილი არ გახლავთ, ჯერ კიდევ, შევარდნაძის დროს მომისმენია

თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს” წინადადებაზე: ეს კრიტერიუმი ახალგამოგონილი არ გახლავთ, ჯერ კიდევ, შევარდნაძის დროს მომისმენია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი კრიტერიუმი ახალგამოგონილი არ არის.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი მიმართულებით მსჯელობა, ჯერ კიდევ, შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მოუსმენია.
„მაშინ კი ვიყავი საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ მახსოვს, რომ ჯერ კიდევ 90-იან, 2000-იან წლებში, როდესაც ბატონი შევარდნაძე იყო ქვეყნის ხელმძღვანელი და სააკაშვილი მისი იუსტიციის მინისტრი, დადგა საკითხი ასე, რომ კრიტერიუმი ყოფილიყო მოსამართლის დანიშვნა-არდანიშვნის შეფასების დროს: სტრასბურგში გასაჩივრდა თუ არა მისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს ახალგამოგონილი კრიტერიუმი არ გახლავთ, ჯერ კიდევ, სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას მომისმენია ეს, თავად ვმუშაობდი რა სტრასბურგის სასამართლოში იურისტად და ყოფილა პოზიცია თავად კონვენციური ორგანოებისგან, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსგან, რომ ამგვარი მოთხოვნა თვითონ ევროპულ სასამართლოს არ აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ევროპულ საქართველოს“ აქვს საკუთარი წინადადებათა პაკეტი, თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს კანდიდატისთვის, ვისაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
დეპუტატი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს.
“ევროპული საქართველო” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები