თეა წულუკიანი: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება

თეა წულუკიანი: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება

“შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა – ულტიმატუმების ენა”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსთავში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ხელისუფლება საზოგადოებას ულტიმატუმებით არ ესაუბრება.
„შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა – ულტიმატუმების ენა. აღნიშნული მიწა ყოფილ სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, ვიდრე სისტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა. შესაბამისად, თუ მაშინ, იმ დროს და მას შემდეგ, რაიმე კონსულტაცია მოსახლეობას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე, მოცემული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ; თუმცა, კონსულტაციებისთვის, ჯანსაღი მსჯელობისთვის, თუ რა ტიპის პროექტია ეს და რას გააუმჯობესებს ქალაქისთვის, ნებისმიერ დროს ვარ მზად. მინიმუმი მანძილი ციხის კედლებსა და კორპუსებს შორის 100 მეტრია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები