თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა

თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნულ თემაზე საუბრისას განაცხადა, “ქართული ოცნება” განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე დგას. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, პარტიის განმტკიცებას, გაძლიერებას და ღირებულებების გარშემო ყველას გაერთიანებას ბიძინა ივანიშვილი შეძლებს.
“ქართული ოცნება” განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე დგას, შესაბამისად პარტიის განმტკიცებას, გაძლიერებას და იმ ღირებულებების გარშემო ყველას გაერთიანებას, რომელიც ჩვენ 2011 წლიდან დავიწყეთ, კიდევ უფრო განამტკიცებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავმჯდომარის რანგში პარტიას უხელმძღვანელებს. მას დაბრუნების ინიციატივით, პრემიერ-მინისტრმა მიმართა და დღეს მოვისმინეთ, რომ ამ შეთავაზებას ბატონი ბიძინა დათანხმდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები