თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა შთამბეჭდავი იყო.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა შთამბეჭდავი იყო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა შთამბეჭდავი იყო.

„ბახტაძემ რეალურად იმ რეფორმების შედეგები აჩვენა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს, რომელიც საქართველოს აქვს; აჩვენა ის, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა, რაც უნდა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს. ამას აღიარებენ ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ამას მოწმობს, ელემენტარულად, ციფრები, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრებისა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, პირველად მას შემდეგ, რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროსაბჭოში, განაცხადი გააკეთა ისეთი, როგორსაც აკეთებენ დიდი ქვეყნები. ესთითქოს შეუმჩნევლად შეეცადა ზოგიერთი, რომ გაეტარებინა. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პატარა საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში. ამას სხვაგვარად არ ჰქვია, რადგან დიდმა ქვეყნებმა მას შეუწყვიტეს დაფინანსება. საქართველო არის დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაყრდნობილ სტრუქტურებს არ შეექმნას ფუნქციონირების პრობლემა.

ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნის და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რომ გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები