თეა ახვლედიანი – ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ცალსახად უშლის ხელს მშვიდობას

ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ცალსახად უშლის ხელს მშვიდობას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
„სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით.
ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მსგავსი სიახლეები

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით გაზრდილია

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს 9 საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას დაიწყებს.
