„თბილსერვის ჯგუფი“ გამოაცხადებს ელექტრონულ ტენდერს, რომელიც ითვალისწინებს მთელი ქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლებას 10-წლიანი გადახდის პირობით. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ გარეგანათების პროექტზე მუშაობა. ჩავატარეთ ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას დავუკვეთეთ თბილისის გარეგანათების გენერალური კონცეფცია და გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია და ჩაბარებულია. ეს გეგმა ითვალისწინებს ქუჩების განათების სამ კატეგორიად დაყოფას.
ამ პროექტის განხორციელების მიზნით, მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ გამოაცხადებს ელექტრონულ ტენდერს, რომელიც ითვალისწინებს მთელი ქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლებას 10-წლიანი გადახდის პირობით. ამისთვის მუნიციპალიტეტი არ გამოყოფს დამატებით დაფინანსებას, ვინაიდან გარე განათების განახლების პროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ეკონომიის წარმოშობას და ხარჯების შემცირებას ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით. ამ პროექტის დაფინანსებას მუნიციპალიტეტი სწორედ ამ ეკონომიის ფარგლებში უზრუნველყოფს მომდევნო ათი წლის განმავლობაში. დეტალები უკვე შემუშავებულია, კონსულტაციები და ბაზრის კვლევა ჩატარებულია, ასევე, პოტენციურ მომწოდებლებთან საკითხი გავლილია. როგორც აღვნიშნე, ახლა უკვე გამოცხადდება ტენდერი და ვიმედოვნებ, დაინტერესებული პირები აქტიურად ჩაერთვებიან, გვექნება კონკურენტული გარემო, მივიღებთ საუკეთესო წინადადებებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისს ექნება მაღალი სტანდარტის გარე განათების სისტემა. ამ პროექტის განხორციელების ვადა დაახლოებით 1 წელი იქნება და როგორც ვთქვი, ამისთვის დამატებით არცერთი თეთრი არ დაიხარჯება. მას მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად გაკეთებული ეკონომიის ფარგლებში დაფარავს“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები