თბილისში უჩვეულო ნისლის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, დედაქალაქში არსებული ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგანტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მზად არის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს
2018 წელს კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის” გენერალური სპონსორი იქნება. განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს RMG-ს სათაო ოფისში მოაწერეს.
