“თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის დროს ხეების მასობრივი მოჭრა არ მოხდება”- ილია ელოშვილი

“თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის დროს ხეების მასობრივი მოჭრა არ მოხდება”- ილია ელოშვილი

“თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის დროს ხეების მასობრივი მოჭრა არ მოხდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირი ზომაა მიღებული, რომ იმ ხეების გადარგვა მოხდეს, რომელიც სოცოცხლისუნარიანია.
“ჩვენი მიდგომა არის, რომ ძირითადი ნაწილი ხეებისა უნდა გადაირგას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მოხდეს მოჭრა. იგეგმება ახალი 140 ხის დარგვა. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ხის მოჭრა იგეგმება, მაგრამ ესეც არის ახსნილი და გაცხადებული მოსახლეობისთვის, თუ რატომ არის ეს საჭირო”, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, დღეს ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
„პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს. მსგავსი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი და მათი ურბანული საჭიროებები ქალაქში მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები