თბილისში, წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რის შემდეგაც 112-ში დარეკა.
“კედიას ქუჩაზე ვცხოვრობთ. ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა შემომესმა, დავინახე რომ ჩემი ქუჩიდან ოდნავ მოშორებით რაღაცას ცეცხლი ეკიდა”,- აღნიშნა “კვირასთან” საუბარში თვითმხილველმა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე გასული მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ამ წუთებში ცდილობენ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

გერმანული მედია: ლიდერობს ქართველი – ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი თანხა, ის ყველაზე დიდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს 29-ე შეხვედრა
