თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10–12 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 10 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +31, +36, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, 11 – 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.
თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10 ივლისს +36, 11 ივლისს +38, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები