თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბოლო ეტაპის დახაზვითი სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში ეს პროცესი მთლიანად იქნება დასრულებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, 30 ივლისიდან, სამი ღამის მანძილზე (00:30-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს სატესტო რეჟიმში. „აღნიშნულ საათებში, ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გიორგი წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა გადაერთვება წინასწარ დაანონსებულ სქემაზე. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მისთვის გამოყოფილ შუა ზოლში, ავტომანქანების მოძრაობის საპირისპიროდ. ესაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის მოწყობილი ახალი სამოძრაო სქემა და იგი სრულად არის მორგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე და ფეხით მოსიარულეთა ინტერესებზე“, – განაცახდა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები

“აჭარაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, არც ერთი პაციენტი, ვისაც სჭირდება, არ რჩება ჰოსპიტალიზაციის გარეშე”

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება
