თბილისში სამართალდამცველები უკვე ერთი კვირაა, 27 წლის არტურ პეტროსიანს ეძებენ.

თბილისში სამართალდამცველები უკვე ერთი კვირაა, 27 წლის არტურ პეტროსიანს ეძებენ.

თბილისში სამართალდამცველები უკვე ერთი კვირაა, 27 წლის არტურ პეტროსიანს ეძებენ.
როგორც „კვირას“ ახალგაზრდა მამაკაცის დედამ, კარინა პეტროსიანმა განუცხადა, მისი შვილი სახლიდან 2019 წლის 3 მარტს, საღამოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. პეტროსიანები თბილისში ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ.
კარინა პეტროსიანის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა გაუჩინარებამდე მამასთან იჩხუბა, რის შემდეგადაც მშობლის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა.
დედა ამბობს, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
„უკვე ერთი კვირაა, ეძებენ. არავინ შეგვხმიანებია და ჩემი შვილის შესახებ არაფერი ვიცი. მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მეშინია, თავის თავს რამე არ ავნოს. 3 მარტს, საღამოს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. იმ დღეს, სანამ სახლიდან წავიდოდა, ჩემმა შვილმა მამასთან იკამათა. ამის შემდეგ წავიდა და მამის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა. დაკითხვაზე დაიბარეს ჩემი მეუღლე. რა თქმა უნდა, მეც გავყევი. სანამ დაკითხვიდან მოვედით, შვილი სახლში აღარ დაგვხვდა. მას შემდეგ ვეძებთ, მაგრამ არაფერი ვიცი, უკვე ერთი კვირა ხდება“, – განუცხადა „კვირას“ არტურ პეტროსიანის დედამ, კარინა პეტროსიანმა.
აღსანიშნია, რომ არტურ პეტროსიანი ადრე დაოჯახებული იყო. მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.
თუ გაქვთ ინფორმაცია, ან დაინახეთ, უმორჩილესად გთხოვთ, შეგვატყობინოთ შემდეგ ნომერზე: 599644688
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები