თბილისში საბავშვო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგები, როგორც გაირკვა, ბავშვების კვებას უკავშირდება

თბილისში საბავშვო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგები, როგორც გაირკვა, ბავშვების კვებას უკავშირდება

თბილისში საბავშვო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგები, როგორც გაირკვა, ბავშვების კვებას უკავშირდება. იმ კომპანიასთან, რომელიც აღსაზრდელების კვებაზე ზრუნავს, ხელშეკრულება თბილისის მერიას 22 დეკემბრის ჩათვლით აქვს გაფორმებული. ახალი ტენდერი კი 13 დეკემბერს გამოცხადდა. სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვაზე და სასადილოების მომსახურებაზე მერია 31 მილიონ 218508-ლარიან ტენდერს აცხადებს. (კოდი GE170000718).

რადიო “იმედს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს, რომ არდადეგები კვების გამო გამოცხადდა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ რატომ დაგვიანდა ტენდერის გამოცხადება.

თბილისის მასშტაბით საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2017 წლის 25 დეკემბერიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები