თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღებისფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თავიანთი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადეს და გაასაღეს 60 000 ლარის ღირებულების 10 000 მ3 ქვიშა-ხრეშის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც 25 000 ლარი მიიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები