თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, ციხის სკანდალური კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს სცემეს.

თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, ციხის სკანდალური კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს სცემეს.

თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, ციხის სკანდალური კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს სცემეს.
შემთხვევა დღეს, 10:30 წუთზე, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.
„ეკლესიაში ზიარებაზე მივედი. როგორც ჩანს, მითვალთვალებდა და, გარეთ როდესაც გამოვედი, ეკლესიის ეზოში წამომეწია უკნიდან და სახეში დამარტყა. „მკვლელოო“ – მიყვიროდა. „ქართულ ოცნებას“ აგინებდა. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო და მათი შეკვეთა შეასრულა“, – განუცხადა „კვირას“ ლადო ბედუკაძემ.
ამასთან, ბედუკაძე განმარტავს, რომ მას თავდამსხმელი სახეზე არ ეცნო.
„კვირას“ კითხვაზე, იყო თუ არა თავდამსხმელი ყოფილი პატიმარი, ბედუკაძე პასუხობს:
„სახეზე არ მეცნობოდა. „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს, ციხეში 300 ათასი პატიმარი იჯდა – როგორ შეიძლება, ყველა დამემახსოვრებინა. არ მგონია, რომ პატიმარი ყოფილიყო. მან „ვიღაცის“ დაკვეთა შეასრულა“, – აღნიშნა ლადო ბედუკაძემ.
მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ლადო ბედუკაძე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, მან კლინიკა უკვე დატოვა და სახლში იმყოფება.
ამჟამად, ლადო ბედუკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ ლადო ბედუკაძემ განუცხადა, მას გამომძიებელი, მომხდარი ფაქტის ირგვლივ, სავარაუდოდ, დღესვე დაჰკითხავს.
შეგახსენებთ, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ლადო ბედუკაძე სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა და მისი სახელი ციხის სკანდალურ კადრებს უკავშირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები