თბილისში, პარასკევს, 6 ოქტომერს საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩი გაიმართება

თბილისში, პარასკევს, 6 ოქტომერს საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩი გაიმართება

თბილისში, პარასკევს, 6 ოქტომერს საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო საქართველოში ჩასვლის მსურველ მოქალაქეებს სამოგზაურო რჩევებსა და გაფრთხილებებს აძლევს.

მოერიდეთ ღამით ქუჩაში გაჩერებული ტაქსით მგზავრობას, განსაკუთრებით თუ ქალი ხართ, რადგან ძარცვის შემთხვევები ყოფილა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოგზაურებისთვის თბილისში გადაადგილება რთული იქნება. ტროტუარები უსწორმასწოროა და არ არის მორგებული შშმ პირებზე;
დანაშაულის დონე თბილისში დაბალია, თუმცა ქუჩაში დაყაჩაღების ფაქტები ხანდახან მაინც ხდება, განსაკუთრებით ღამით;
გზის გადაკვეთისას მუდმივად ფხიზლად იყავით. შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი არ ნიშნავს, რომ მანქანა გაჩერდება და გაგატარებთ. შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ მიწისქვეშა გადასასვლელები;
ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, ძირითადად მძღოლების გიჟური მართვისა და საგზაო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო;
ყოველთვის ეცით პატივი ადგილობრივ ტრადიციებს, კანონებსა და რელიგიას. დაფიქრდით სანამ რამეს გააკეთებთ, რადგან თქვენს ქმედებებს, შესაძლოა, განსხვავებული კულტურისა და რელიგიის ხალხმა სხვა ინტერპრეტაცია მისცეს;
თბილისში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ამიტომ საპირფარეშოს გამოსაყენებლად მიმდებარე კაფეში/ბარში შესვლა და რაიმეს შეძენა მოგიწევთ. არ მოშარდოთ ქუჩაში – ეს შეურაცხყოფაა.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები