- TVFree.Ge - http://tvfree.ge -

თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ყოფილ მეუღლეს და მის მშობლებს თავს დაესხა.

თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ყოფილ მეუღლეს და მის მშობლებს თავს დაესხა.

როგორც “პირველს” შსს-ში განუცხადეს თავდასხმის დროს კაცმა ყოფილ ცოლს ცივი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. თავასხმის დროს დაშავდნენ ქალის მშობლებიც.

სამივე მათგანი საავდმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნტით აღიძრა, რაც ოჯახური დანაშაულს და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია და ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.