თბილისში ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი განაჩენი და გამოძიებაში არსებულ კითხვები ქუჩის მხატვრობით გააპროტესტეს.

თბილისში ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი განაჩენი და გამოძიებაში არსებულ კითხვები ქუჩის მხატვრობით გააპროტესტეს.
“14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი”, – ამ წარწერითა და ქუჩის მხატვრობით სანდრო ფაჩუაშვილმა საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები და პროტესტი გამოხატა. მისი ნახვა ბარათაშვილის ხიდზე შეგიძლიათ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ბრალდება და დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში, 2019 წლის 7-10 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტი და აგროგამოფენა გაიმართა.
