თბილისში ჯილეხით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისში ჯილეხით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისში ჯილეხით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ 1tv წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თბილისის ერთ-ერთ ბაზარში შეძენილი ხორცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე სურათის ეროვნულ საგენტოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წლის განმავლობაში საშუალოდ ჯილეხის 40 შემთხვევა ფიქსირდება, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია.

დაავადების პრევენციისთვის სფეროს სპეციალისტები საქონლის დროულ აცრას ასახელებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები