თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა, რომ “პირბადეების აქციის მესიჯი მიღებულია”.

თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა, რომ “პირბადეების აქციის მესიჯი მიღებულია”.

თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა, რომ “პირბადეების აქციის მესიჯი მიღებულია”. ამის შესახებ მან 1tv-სთან განაცხადა.

ბითაძემ აღნიშნა, რომ “პირბადეების აქცია” საკმაოდ აქტუალურ თემას ეხებოდა, თუმცა მსგავსი ღონისძიებები გარკვეულ პროცედურულ ნაწილში უნდა მოექცეს.

“აქციის მესიჯი მიღებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფლეშმობის მსგავსი აქცია ჩატარდა, არამედ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის დროს, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც კახა კალაძის მიერ იყო წარდგენილი, ეხმაურება ზუსტად ამ აქციის ფორმატს – ეს არის ჰაერის დაბინძურება. ნამდვილად მიხარია, რომ პირველი წელი იყო, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის დროს ყველაზე აქტუალური თემა იყო გარემოს დაცვის საკითხები,” – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

29 ნოემბერს დედაქალაქში რამდენიმე ძეგლს პირბადე გაუკეთეს. ამ აქციის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

ფაქტის შესწავლა შსს-მ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით უწყებამ გაავრცელა განცხადება,რომელშიც წერდა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის და არც გამოძიება დაწყებულა.

რაც შეეხება თავად აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორებს, აღმოჩნდა, რომ ეს “ჟანგბადის ნინძებმა” გააკეთეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები