თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების აქციასთან დაკავშირებით შსს აცხადებს, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის

თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების აქციასთან დაკავშირებით შსს აცხადებს, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის

თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების აქციასთან დაკავშირებით შსს აცხადებს, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის. უწყება ასევე ამბობს, რომ აქცია-პერფორმანსზე არც გამოძიება დაუწყია.

“მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს”, – წერია შსს-ის გაანცხადებაში.

თბილისის მერიაში ეს აქცია-პერფორმანსი მოსახლეობისა და ძეგლების “შეურაცხყოფად” შეაფასეს. ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

რაც შეეხება თავად აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორებს, აღმოჩნდა, რომ ეს “ჟანგბადის ნინძებმა” გააკეთეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები