თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 147-ე საჯარო სკოლის ევაკუაცია განხორციელდა.

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 147-ე საჯარო სკოლის ევაკუაცია განხორციელდა.

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 147-ე საჯარო სკოლის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი 112-ში დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც უცნობმა პირმა სკოლის შენობის ტერიტორიაზე ბომბის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში ერთსა და იმავე ნომრიდან სხვადასხვა შეტყობინება დაფიქსირდა.
„112-ში უცნობმა პირმა დარეკა და 147-ე სკოლის ტერიტორიაზე ბომბის შესახებ ინფორმაცია დააფიქსირა. რის შედეგადაც, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ, თუმცა პირველი შეტყობინებიდან 5 წუთში იმავე ტელეფინიდან 112-ში ისევ დარეკეს და აღნიშნეს, რომ „იხუმრეს“. მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამაშველო ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.
სწორედ, აღნიშნული ინფორმაციის გამო, 147-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელის ზომები იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – “112” – არამიზნობრივად გამოიყენებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მშობლის ან მისი შემცვლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:
14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ “112”-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარით.
ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 2500 ლარი გახდება. 16 წლამდე მოზარდის მიერ “112”-ზე არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში მშობელი ან მისი შემცვლელი პირი 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები