თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი ტურისტი “აიპრესის” ჟურნალისტმა თავად ნახა.

შსს-ის ინფორმაციით, პირი, რომელსაც ალექსიძის ქუჩაზე ფიზიკურად გასწორდნენ, რუსეთის მოქალაქეა. თუმცა ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დგინდება, რა მოხდა სინამდვილეში.

“აიპრესის” ჟურნალისტმა შეკითხვებით დაზარალებულს მიმართა, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა და მისი თანმხლები პირი აგრესიულად გვესაუბრა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს სადარბაზოში სამი ადამიანი დაესხა თავს. ერთ-ერთ თავდამსხმელს კაპიუშონი ეფარა. მამაკაცს მრავლობითი სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის თავისა და სახის არეში. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები