თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხის მასალების საწყობი დაიწვა

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხის მასალების საწყობი დაიწვა

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხის მასალების საწყობი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 800 კვ. მ. ფართობი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, 2 სახანძრო ეკიპაჟი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. რადგან საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები