თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტი აისახება.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტი აისახება.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტი აისახება. “ეს ძირითადად ის პროექტებია, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით.”- დასძინა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტში არსებითი ცვლილებები მოხდება. ” ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელსაც მოსახლეობას დავპირდით. ჩვენ ველოდებით, რომ საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდება და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდება. ახლა წარდგენილია 815 მილიონი ლარი, გაზრდილ ოდენობას ვერ დაგისახელებთ. ზრდა იქნება მნიშვნელოვანი,”- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერმა კახი კალაძემ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან გამოითხოვა. ქალაქის მთავრობის პირველ სხდომაზე კალაძემ პირველი დავალება გასცა და ვიცემერს ბიუჯეტის ძველი პროექტის გადამუშავება დაავალა, სადაც წინასაარჩევნო დაპირებები აისახება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები