თბილისის ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ თბილისში ძეგლებისთვის სამედიცინო პირბადეების გაკეთება საზოგადოების შეურაცხყოფაა და სათანადო რეაგირება მოჰყვება.

“ეს აქცია არც ნებადართული მერიიდან, არც მით უმეტეს ორგანიზებული მერიიდან. ჩვენ ამას რასაკვირველია, არ მივესალმებით. ამ ადამიანებს რაღაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ამდენად, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია”, – აცხადებს ვიცემერი.

ჟურნალისტის კითხვას – რას ითვალისწიბებს რეაგირება, ხმალაძე პასუხობს:

“რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები, აუცილებლად გავატარებთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის აგრეთვე საზოგადოების შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ საკმაოდ ისეთი, პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით”.

აქციის ორგანიზატორების შესახებ ირაკლი ხმალაძეს ინფორმაცია არ აქვს.

თბილისში ძეგლებს სამედიცინო ნიღბები გაუკეთეს. კამპანია, სავარაუდოდ, ეკოლოგიურ სისუფთავეს ეხება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ დგას კამპანიის უკან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები