თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კომპანია “სითი პარკის” მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კომპანია “სითი პარკის” მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კომპანია “სითი პარკის” მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.
ხმალაძის თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ჯარიმების გაუქმებას არ გამოიწვევს.
“მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მიუწევთ ამ ჯარიმის გადახდა, თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. ესეც იყო მიზეზი იმის, რომ დღეს ამ შედეგამდე მივედით.
ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემატური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დრღვევას და არ ვაპატიებთ არცერთ კომპანიას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი,” – განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, პარკირების საფასურის მოკრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და თანხაც არ შეიცვლება.
“საფასურის მოკრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისევე, როგორც დაჯარიმების, ევაკუაციის პროცესი იმ შემთხვევაში, როდესაც დაირღვევა პარკირების წესი. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს “სითი პარკი”, ამას გააკეთებს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი 10 აპრილიდან. არანაირდ არ უნდა ველოდოთ საჯარიმო თანხების შემცირებას. დღეს რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამასთან კავშირში არ არის. ეს არის 2007 წელს დადებული პარკირების ხელშეკრულების გაუქმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს პარკირების საფასურთან”,- განაცხდა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები