თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ერთი კვირით გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ერთი კვირით გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ერთი კვირით გადაიდო.
როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, ადვოკატმა საქმის გასაცნობად 30 სამუშაო დღე მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ სახაზინო ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად ერთი კვირის ვადა მისცა.
“სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ეყრდნობა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ადვოკატი უნდა გაეცნოს, დაახლოებით, 22 ჩვენებას და 2 საათიან ვიდეოსიუჟეტებს. ამისთვის, მის მიერ 30 დღიანი ვადის მოთხოვნა იყო ძალიან ზედმეტი, ვინაიდან სასამართლო განხილვები მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით და შესაბამისად, ბრალდების მხარეს ერთ კვირიანი ვადა განესაზღვრა დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად. ვინაიდან ბრალდების მხარე ჩაეტია ერთ კვირიან ვადაში, ასევე უნდა ჩაეტიოს დაცვის მხარე”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, ახალი ადვოკატიც ვალდებული იქნება ბრალდებულის ინტერესები გაატაროს და მის მიერ არჩეული ტაქტიკით იმოქმედოს. პროკურორი იმედოვნებს, რომ ადვოკატი საქმის განხილვას არ გააჭიანურებს.
“დაცვის მხარის ტაქტიკის მონაწილე შესაძლოა, პირდაპირ არაა ახალი ადვოკატი, მაგრამ ის დაიცავს დასაცავის ინტერესებს და გაიზიარებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტაქტიკას. ბრალდებულის ტაქტიკაა, პროცესების გაჭიანურება”, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. სოფიო გოგლიჩიძე პროცესზე დღეს პირველად გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და გუშინ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა. შესაბამისად, მის ინტერესებს პროცესზე სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები